თეონა აქუბარდიამ პარლამენტში აშშ-ს თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ, პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფან ბეგლის უმასპინძლა.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას, თავდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს და ქალების როლის გაძლიერებას ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

თეონა აქუბარდიამ, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტნიორი ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელს, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა