საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნისა და რეაგირების ეტაპებზე, მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესება.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მემორანდუმს ხელი სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კუთხით ერთობლივ ღონისძიებებს, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით არის გათვალიწინებული.

თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი სწავლებების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ორ უწყებას შორის არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

მხარეთა მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორები, უზრუნველყოფენ ეროვნული გვარდიის თანამშრომლების გადამზადებას და საჭიროების შემთხვევაში, მოხდება საგანგებო სიტუაციების დროს ერთობლივი ძალების მობილიზება.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კუთხით, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, იგეგმება ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადება და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს ნატოს ექსპერტი პიტერ კოს-კლაესონი, ასევე, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიისა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა