გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში  კომიტეტების თავმჯდომარეობა

ოპოზიციამ დააფიქსიროს, რამდენად სურთ არალეგიტიმურ პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რასაც შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს.

მაჭარაშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის 5 კომიტეტის თავმჯდომარეობის გადაცემას გულისხმობს, ვადა საშემოდგომო სესიამდე აქვთ.

„არსებობს ვადებთან დაკავშირებული დათქმა - საშემოდგომო სესიამდეა ეს ვადა, თუმცა, ჩვენ ოპოზიციასთან გვექნება შესაბამისი კონსულტაციები, თუკი მათ ექნებათ რაიმე შემოთავაზებები, ეს ორმხრივიი საკითხია და საშემოდგომო სესიამდე ამის ვადა არსებობს. ოპოზიციის მხრიდან იქნება დასაფიქსირებელი პოზიცია, რამდენად ეთანხმებიან ამას - არალეგიტიმურ პარლამენტში რამდენად უნდათ კომიტეტის თავმჯდომარეობა. „ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი ამბობს, რომ ის არის პარლამენტის წევრი და იმუშავებს პარლამენტში, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის არის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, მესამე ნაწილი ამბობს, რომ გარდამავალი პარლამენტის წევრია, მეოთხე ამბობს, რომ საერთოდ არ უნდოდა და მეგობარ კოლეგას შემოყვა პარლამენტში. ასე რომ, ჩამოყალიბდნენ და ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ დანარჩენი გადანაწილების საკითხი,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა