ალეკო ელისაშვილი - ლევან იოსელიანი ვიცე-სპიკერია და მე კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ მოვითხოვო, სწორი არ იქნება

ლევან იოსელიანი ვიცე-სპიკერია და მე კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ მოვითხოვო, სწორი არ იქნება, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად მომხრეა, რომ ძალაუფლება გადანაწილდეს და 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა ოპოზიციას გადაეცეს.

„თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა, არც მოადგილეობა. რიგითი დეპუტატი ვარ და ვიქნები. ძალიან ბევრი საქმეც მაქვს, თუ რომელიმე დეპუტატი პასუხისმგებლობით უყურებს, რიგით დეპუტატსაც ბევრი საქმე აქვს, თუ საქმის კეთება უნდა. ორნი ვართ, ლევან იოსელიანი ვიცე-სპიკერია და მე კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ მოვითხოვო, სწორი არ იქნება, თუმცა პრინციპი, რომ ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს, სწორია,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა