გიორგი ბოტკოველი - ჩვენი პარლამენტში შემოსვლის მიზანი არ არის, რომ ვინმე ან კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს ან რაიმე თანამდებობა დაიკავოს

ჩვენი პარლამენტში შემოსვლის მიზანი არ არის, რომ ვინმე ან კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს ან რაიმე თანამდებობა დაიკავოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სხვა პარტიები რას გადაწყვეტენ, მათი საქმეა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტების თავმჯდომარეობას არ მოითხოვს.

„ჩვენ თანამდებობებისთვის არ შემოვსულვართ, შემოვედით კონკრეტული ბრძოლისთვის, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და ჩვენი მხრიდან არც დასმული იქნება ეს საკითხი, არც მოთხოვნილი და არც დათანხმება იქნება რაიმე თანამდებობაზე“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა