საკონსტიტუციო სასამართლო სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელებს დღეს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, თამარ კორძაიას და ელენე ხოშტარიას სარჩელებს დღეს განიხილავს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, შეცვლილი პოლიტიკური რეალობის მიუხედავად, ამ დრომდე არცერთ დეპუტატს სარჩელის გათხოვნის შუამდგლომლობა არ წარმოუდგენია.

„დღეს ვიხილავთ პარლამენტის წევრების სარჩელს, რომელიც შემოიტანეს, რადგან არ შეუწყვიტეს დეპუტატის უფლებამოსილება. მოგეხსენებათ, ორი მათგანი პარლამენტში არის შესული. სულ სამ პარლამენტის წევრს ჰქონდა სარჩელი შემოტანილი. მათი პოზიცია რამდენადაც სასამართლოსთვის ცნობილია არ შეცვლილა ანუ მათ სარჩელი არ გაუთხოვიათ უკან. შესაბამისად, სასამართლო დღეს დაიწყებს განხილვას. წინა სხდომაზე გადაიდო ერთ-ერთი პარლამენტის წევრის მოთხოვნით. ჯერ ვერც სასამართლოს და ვერც ჩემს პოზიციას ვერ გეტყვით, უნდა განვიხილოთ. დღეის მონაცემებით, რაც ჩვენთვის ცნობილია შუამდგომლობა სარჩელის გათხოვნის თაობაზე არცერთ პარლამენტის წევრს ამ სამთაგან არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანია ჯაფარიძისთვის, კორძაიასა და ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა. როგორც ცნობილია, "ქართულმა ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმეს განიხილავს პლენუმი, ცხრა მოსამართლის შემადგენლობით და არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არშეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა