ხატია დეკანოიძე - ამნისტიის კანონპროექტი არის ძალიან მძიმე მცდელობა „ქართული ოცნების" მხრიდან, რომ გადაათეთროს და გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია

ამნისტიის კანონპროექტი არის ძალიან მძიმე მცდელობა „ქართული ოცნების" მხრიდან, რომ გადაათეთროს და გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ წინააღმდეგია ამნისტიის მიღების, ხოლო ამნისტიის პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მეორე მოსმენით მიიღო, მიშელის შეთანხმებასთანაც წინააღმდეგობაში მოდის.

„კანონპროექტი, რომელიც გამოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ იყო წინააღმდეგობრივი ზოგადად იმ პარტიული შეთანხმების, რომელსაც ჩვენ არ შევუერთდით, მაგრამ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამნისტიის კანონპროექტი არის ძალიან მძიმე მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გადაათეთროს და გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს