უმთავრესი შედეგი, რაც შეიძლება პოზიტიური მოჰყვეს შარლ მიშელის დოკუმენტს, გვინდა, რომ იქცეს იურიდიული პროფესიის და მართლმსაჯულების გაძლიერების დოკუმენტად და არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური ვაჭრობის საგნად პარლამენტში,- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა ჟურნალისტებს "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით მართლმსაჯულების რეფორმის თემაზე კონფერენცია მიმადინარეობს.
„ეს არის მთავარი პრინციპი, რაც ჩვენს რეფორმის ხედვაში გამოიხატება. უპირველეს ყოვლისა, სანდოობის თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ მეტი დემოკრატიზაცია სჭირდება მართლმსაჯულების სისტემას საზოგადოების აქტიური ჩართულობით, როგორც სისხლის სამართლწარმოებაში, ისე სამოქალაქო დავების განხილვისას. ჩვენი გეგმა,წინადადებები ეფუძნება საუკეთესო ევროპულ, დასავლურ გამოცდილებას, ქართულ რეალობასთან ადაპტირებულს და საერთო ჯამში, ამან უნდა შექმნს ხარისხიანი მათლმსაჯულება, სადაც იურიდიული პროფესია იქნება განმსაზღვრელი ძალა,რათა კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს. მართლსაჯულების სანდოობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის მხრივ მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართალწარმოებაში არის რეზონანსული პოლიტიკურად სენსიტიური, პოლიტიკურად აღქმადი საქმეები. ამ მიმართულებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაფართოვდეს საზოგადოების ჩართულობა მართლმსაჯულების პროცესში, რაც გამოიხატება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის გაძლიერებით და ყველა ძალადობრივ დანაშაულებებზე სრულად და არამარტო, რათა მთლიანად შემცირდეს გარკვეული ჩარევის რისკი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი.
გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომერციული დავების განხილვის თვალსაზრისით, სადაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებია,უნდა გავითვალისწინოთ ის ევროპული: გერმანული, ავსტრიული, ფინური მოდელები, სადაც პროფესიონალ მოსამართლესთან ერთად სპეციალურ კომეციულ პალატებში ასევე მონაწილეობენ ნაფიცი მოსამართლები ბიზნეს-სექტორიდან,ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, რაც რეალურად შეამცირებს ყველანაირ შესაძლო აღქმას მიკერძოებული სამართალწარმოების", - აცხადებს დავით ასათიანი.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფრო ძლიერად უნდა იყოს წარმოდგენილი დამოუკიდებელი ისნტიტუტების ხმა,როგორიც არის ადვოკატთა ასოციაცია, აკადემია, სამართლის სკოლების წარმომადგენლები.
"ჩვენ გვინდა, რომ უმთავრესი მიზანი და შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს პოზიტიური შარლ მოშელის დოკუმენტს ეს უნდა იქცეს იურიდიული პროფესიის და მართლმსაჯულების გაძლიერების დაკუმენტად და არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური ვაჭრობის საგნად პარლამენტში. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა უმრავლეობა მოსამართლე წევრია, მოსამართლეთა თვითმმართველობიდან ხდება მათი არჩევა. შესაბამისად, საზოგადოებასთან პარლამენტს, მათ შორის იურიდიულ პროფესიას დარჩა მხოლოდ ის 5 არამოსამართლე წევრი, რომლის დანიშვნაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე და ხარისხიანი მუშაობისთვის. პარლამენტს აქვს უდიდესი როლი არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესში და კარგი იქნება, თუ უფრო მეტი კონსულტაცია იქნება დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, ადვოკატთა ასოციაციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან,რათა მოხდეს მაღალკვალიფიციური,მაღალი რეპუტაციის იურისტების არჩევა არამოსამართლე წევრებად. ეს გააძლიერებს გამჭვირვალობას, მუშაობის ეფექტურობას იუსტიციის საბჭოში. იმ აღქმას, რომ ეს სისტემა არის დახურული, უნდა მოვერიოთ, გადავლახოთ სწორედ ამ მექანიზმით, რომ რაც შეიძლება დამოუკიდებელი ინტიტუტები, არაპოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები მოხვდნენ არამოსამართლე წევრებად საბჭოში", - აცხადებს დავით ასათიანი.