დავით სერგეენკო - ხელისუფლება მზად არის, ძალაუფლების განაწილების შეთანხმების შესრულებას უპირობოდ მიყვეს

უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ძალაუფლების გადანაწილება პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია და ხელისუფლება მზად არის, ამ შეთანხმების შესრულებას უპირობოდ მიყვეს.

სერგეენკომ ოპოზიციას მოუწოდა, ხმამაღალი განცხადებებისა და დარბაზის დატოვების ნაცვლად, საქმიან კონსულტაციებში ჩაერთონ.

„ძალაუფლების გადანაწილება პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, კომიტეტების არჩევანი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა მმართველი გუნდისგან არის აბსოლუტური მზადყოფნა, უპირობოდ მივყვეთ პოლიტიკურ შეთანხმებას. კონრეტულად რა კომიტეტებს შეეხება, ეს ოპოზიციასთან კონსულტაციების საკითხია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, არა მხოლოდ ხმამაღალი ჟღერადობის განცხადებები გააკეთონ და დარბაზი დატოვონ, არამედ მიიღონ მონაწილეობა საქმიან კონსულტაციებში“, - განაცხადა სერგეენკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს