კახა კუჭავამ რეზო გაბრიაძის ოჯახს მიუსამძიმრა

ანჩისხატის ტაძარში ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლის რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მივიდა.

კახა კუჭავამ რეზო გაბრიაძის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მისი შემოქმედება თაობებს დარჩება.

„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთ დიდ ქართველებს, გენიოსებს ვემშვიდობებით. რეზო გაბრიაძე ის ქართველი იყო, რომელმაც არამხოლოდ საქართველოში დაიმსახურა დიდი სიყვარული, არამედ საზღვრებს გარედაც. მისი შემოქმედება თაობებს დარჩება, ძალიან ბევრი თაობა ისწავლის იმ ხელოვნებისგან, რომელიც მან შექმნა", - აღნიშნა კუჭავამ.

ცნობისთვის, რეზო გაბრიაძეს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა