არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“ - მათ უნდა მოაწერონ ხელი მიშელის შეთანხმებას, რომ სრულფასოვანი კონსულტაციები ყველა ოპოზიციური პარტიის ჩათვლით პარლამენტში დაიწყოს

ჯერჯერობით საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს და ერთ-ერთ დიდ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ხელი არ აქვს მოწერილი მიშელის შეთანხმებაზე - ისინი ვალდებული არიან და მათ უნდა მოაწერონ ხელი მიშელის შეთანხმებას, რომ სრულფასოვანი კონსულტაციები ყველა ოპოზიციური პარტიის ჩათვლით პარლამენტში დაიწყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ მოაწერს ხელს მიშელის შეთანხმებას, მაშინ უნდა იცოდნენ რა იქნება ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების პოზიცია შემდგომი კონსულტაციების პროცესთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ „უსამართლობა იქნება, მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები და ის პარტია, რომელიც შეიძლება გაემიჯნოს შეთანხმებას, ისინი ჩავაყენოთ შეთანხმების ფარგლებში ერთიდაიგივე პირობებში“.

„მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი გახლავთ ეს, რომელიც კომიტეტებს უკავშირდება. მიშელი შეთანხმების განხორციელებას სჭირდება შეთანხმებაზე ხელმოწერა. ჯერჯერობით საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს და ერთ-ერთ დიდ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ხელი არ აქვს მოწერილი მიშელის შეთანხმებაზე. ჩვენ გვაინტერესებს ვნახოთ რა ექნებათ საბოლოო პოზიცია ამ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ვალდებული არიან და მათ უნდა მოაწერონ ხელი მიშელის შეთანხმებას, რომ სრულფასოვანი კონსულტაციები ყველა ოპოზიციური პარტიების ჩათვლით პარლამენტში დაიწყოს ამ თემაზე.

ჩვენ გვაქვს პრინციპული მზადყოფნა, სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი და მზად ვართ ამ თემაზე კონსულტაციებისთვის, როგორც კი ყველა ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა იქნება დაფიქსირებული მიშელის შეთანხმებაზე.

თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ მოაწერს ხელს საბოოლოდ მიშელის შეთანხმებას, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების პოზიცია, მათი დამოკიდებულება და მათი შეფასება შემდგომი კონსულტაციების პროცესთან დაკავშირებით რა იქნება, იმიტომ, რომ უსამართლობა იქნება, რომ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები და ის პარტია, რომელიც შეიძლება გაემიჯნოს მიშელის შეთანხმებას, ისინი ჩავაყენოთ შეთანხმების ფარგლებში ერთიდაიგივე პირობებში. ალბათ, ეს იქნება უსამართლო, თუმცა ამაზე თვითონ ოპოზიციის დამოკიდებულება საინტერესოა.

თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო გადაწყვეტილება გახლავთ ის, რომ მიშელის შეთანხმებას ისინი არ აწერენ ხელს, მაშინ ჩვენ უნდა მოვისმინოთ ხელმომწერი ოპოზიციის შეფასება ამასთან დაკავშირებით და მათი განცხადება შემდეგ კონსულტაციებთან მიმართებაში. ეს უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობით, თუ მათ გარეშე. ჩვენი მხრიდან კონსულტაციების მზადყოფნა იყო მაშინვე, როცა ხელი მოვაწერეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს