მიხეილ კალანდიას ხვალ ციხეში დაკითხავენ

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ხვალ ციხეში დაკითხავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მიხეილ კალანდიასთან ხვალ გამომძიებლები მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასაკითხად მივლენ.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა აცხადებს, კალანდია ჩვენების მიცემას არ აპირებს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, აღნიშნული ფაქტი კალანდიაზე ზეწოლას ემსახურებოდეს და სტრასბურგიდან სარჩელის გატანის სანაცვლოდ მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზონ.

„ხვალ, 12:00 საათზე შსს აპირებს მიხეილ კალანდიას მოწმის სახით დაკითხვას გიორგი მენაბდის მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ კალანდია არ აპირებს ჩვენების მიცემას, რისთვისაც მას გააჩნია როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური წინაპირობები. სამართლებრივი - ის ბრალდებულია საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე და სრული უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება. მეორე - მის მიერ მიცემული ჩვენებები სასამართლომ არ მიიჩნია რელევანტურად. პოლიტიკური დაკვეთით მოქმედმა გამოძიებამ და სასამართლომ ამ არარელევანტური ჩვენებებიდან მისთვის სასარგებლო ინფორმაციები ამოკრიფა და ამ მტკიცებულებებით აპელირებს დღესაც. მესამე - გამოძიებას ის უწყება (კონკრეტული გამომძიებლები) აწარმოებს, რომელმაც ფაქტობრივად შეასრულეს ჯერ გიორგი გახარიას, შემდეგ კი, კახა საბანაძის დავალებები - შეეთითხნათ საქმე მიხეილ კალანდიას მიმართ, რითაც მიიღეს პოლიტიკური მშვიდობა დედაქალაქში, როდესაც დააშოშმინეს მიმდინარე აქციები.

არ გამოვრიცხავ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გააქტიურება, როდესაც გაახსენდა 4 წლის წინანდელი საქმის არსებობა წარმოებაში და 15 ივნისს აპირებს მის განხილვას, ეს დაკითხვა ერთ მიზანს ემსახურებოდეს - დაკვეთების შემსრულებელმა შსს ცკპდ-ს სურს, მიხეილ კალანდიას სახით გუგა ბარბაქაძესთან ერთად მეორე მტკიცებულება გააჩინოს საქმეში გიორგი მენაბდის წინააღმდეგ, რითაც გაიადვილებს მორიგი პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას - ამჟამად გიორგი გახარიას წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, სწორედ მას დააბრალებენ ამ საქმის თავის დროზე გამოუძიებლობას, ანუ შესაძლოა, დადონ რეალური სურათი თუ რატომ დაბლოკა შს მინისტრმა გახარიამ საქმის გამოძიება გიორგი მენაბდის ნაწილში, ანუ უთხრან ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის რეალური პრეტედენტი პოლიტიკური ძალის ლიდერს, იგივე გიორგი გახარიას, ამით კიდევ, შეიმსუბუქონ მოსალოდნელი დარტყმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, თუ როგორ წაიყვანა საქმე ქუჩის დასაშოშმინებლად მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. შსს ცდილობს განახორციელოს მორიგი ზეწოლა მიხეილ კალანდიაზე, რისი მიზანია მიიღონ მტკიცებულება გიორგი მენაბდის წინააღმდეგ, დაახლოებით ისეთი, როგორიც მიიღეს გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძისაგან",- განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო