დავით ბაქრაძე - მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესის გასატარებლად არაფრად მიიჩნევს ვენეციის კომისიას და ევროპელ პარტნიორებს

მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესის გასატარებლად არაფრად მიიჩნევს არც ვენეციის კომისიას, არც ევროპელ პარტნიორებს და არც იმ კლიმატს, რომელიც მიშელის შეთანხმების შესაბამისად უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმასთან ერთად, რომ კანონპროექტი ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული, მისი მიღება კორუფციულ რისკებსაც ზრდის.

„საქართველოში, სადაც ძალიან პრობლემურია პოლიტიკური გარემოს გამჭვირვალობის და კორუფციის საკითხი და ამის ნათელი მაგალითია „ქართული ოცნების“ დაფინანსება იმ კომპანიების მხრიდან, რომლებსაც სახელმწიფო ჯერ აძლევს ტენდერებს და შემდეგ ტენდერში მოგებული ფულიდან აფინანსებინებს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას, ამიტომ არის სწორედ გამოგონილი საბიუჯეტო დაფინანსება, რომ პარტიები გამჭვირვალედ ფინანსდებოდნენ. ამ წესის ისე შეცვლა, რომელიც პირდაპირ ურტყამს ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, ერთი მხრივ, არის ქვეყანაში მეტი კორუფციისკენ გადადგმული ნაბიჯი და მეორე მხრივ, არის ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული, ამიტომ შეფასება არის ცალსახად უარყოფითი ჩვენი მხრიდან და ასეთივე უარყოფითი არის ვენეციის კომისიის დასკვნაც,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო