რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ქრისტიან მოლოკანთა თემს, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ამაღლებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ქრისტიან მოლოკანთა თემს, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს ამაღლებას ულოცავს.

„ამაღლება თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია და აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად იდღესასწაულება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს.

ამაღლება უფლის აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მოწაფეთა თვალწინ, იესო ქრისტეს გამოცხადებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარმა მოწაფეებს მოუწოდა, ექადაგათ სახარება და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს.

12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი - ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება. იგი მაცხოვრის მოწაფეებთან გამოცხადებასა და შემდგომ მათ თვალწინ ამაღლებას უკავშირდება.

საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს. ამაღლება საუფლო დღესასწაულია და მაცხოვრის მოწაფეებთან გამოცხადებას, შემდგომ კი ზეთისხილის მთაზე კურთხევასა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლებას უკავშირდება“,-აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მილოცვაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს