ნათია თურნავა - შუქრუთელმა მოშიმშილეებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს - მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე სწორედ დიალოგის გზით შეთანხმება შედგა

„მინდა გამოვეხმაურო სასიხარულო ინფორმაციას - რამდენიმე საათის წინ შუქრუთელმა მოშიმშილეებმა, რომლებიც 110 დღის განმავლობაში პროტესტს გამოთქვამდნენ, შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯემენტთან შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება შედგა სწორედ დიალოგის გზით და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ყველა ჩვენთაგანის საერთო ინტერესია, რომ დაცული იქნას შეთანხმების ყველა პირობა, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორც ჩვენი შუქრუთელი მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებასთან, ასევე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი საწარმოს შემდგომი საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები,“ - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა