ქართველი ახალგაზრდები იტალიაში სამთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლიან

ქართველი ახალგაზრდები ირინა ცაგარეიშვილი და ცოტნე ყალიჩავა იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო კურსს SPICI-ის FabriTech განყოფილებასა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC – ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. კონკურსის გამარჯვებულები დღეს ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში Italian Innovation and Research Day ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება ყოველწლიურია და ეძღვნება ლეონარდო და ვინჩის ხსოვნას.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, ასევე გაიმართა დისკუსია იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს სთავაზობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა