„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რეზო გაბრიაძის ოჯახს მიუსამძიმრეს

ანჩისხატის ტაძარში, ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მმართველი გუნდის წევრები მივიდნენ.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ თამჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა რეზო გაბრიაძის ოჯახს მიუსამძიმრეს.

ცნობისთვის, რეზო გაბრიაძეს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს