ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - კარგია, გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით - როდესაც კობახიძემ გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შევიდოდა, შეგისრულათ და შემოხვედით

კარგია, გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით - როდესაც ირაკლი კობახიძემ გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შევიდოდა, შეგისრულათ და შემოხვედით, - ამ სიტყვებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს აკრიტიკებენ.

სწორედ ამ კონტექსტში ოხანაშვილმა ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ პარლამენტის რეგლამენტით, ბიოკოტი არის საპარლამენტო პროცედურა და ლეგიტიმური საშუალება, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ პოლიტიკური შეხედულების გამო საპარლამენტო პროცედურებს ბოიკოტი გამოუცხადოს.

ოხანაშვილმა განაცხადა ისიც, რომ პოლიტიკური ბოიკოტის გამო პლენარული სხდომების გაცდენა საპატიოა და ამ უფლებას არავინ არავის შეუზღუდავს. ოხანაშვილმა პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგ გააკეთა, იყო არა საპარლამენტო ბოიკოტი, არამედ საბოტაჟი კონსტიტუციური ორგანოს წინააღმდეგ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიას ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდეს. ზუსტად ამას ვაკეთებთ - დაფინანსება ბოიკოტის გამო არავის შეუწდება! ირაკლი კობახიძეს ახალი გამოცემებიც აქვს და იქაც იგივეს იმეორებს. ამიტომ ბატონი ირაკლის წიგნების კითხვა გააგრძელეთ - უფრო აიმაღლებთ კვალიფიკაციას კონსტიტუციურ სამართალსა და ადამიანის უფლებებში, რაც ყველას ნამდვილად გჭირდებათ. დიამეტრალური განსხვავებაა, როცა პარლამენტის წევრი ბოიკოტს საპარლამენტო პროცედურებს უცხადებს და როცა პარტია კონსტიტუციურ ორგანოს უცხადებს საბოტაჟს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი მეორე მოსმენით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს. პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის შემდეგი ფორმით არის წარდგენილი: - პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

ამასთან, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა