თსუ-ის ბრენდირებული პროდუქციის ონლაინ მაღაზია განახლდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და მრავალფეროვანი ბრენდირებული პროდუქციის შეძენა განახლებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით დღეიდან შეიძლება. ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ხელშეკრულებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ და შპს „პანტას“ დირექტორმა ლევან სუმბაძემ მოაწერეს ხელი.

„განახლდა თსუ-ს ონლაინ მაღაზია, სადაც თსუ-ის ბრენდირებული ნივთების ასევე განახლებული კოლექციის შეძენა შეიძლება. შემოვიდა ახალი პარტნიორი შპს „პანტა“. ვებ პლატფორმაზე შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ყველა კურსდამთავრებულს და თსუ-ის გულშემატკივარს შეეძლება ბრენდირებული საქონლის გამოწერა,“ - განაცხადა შარვაშიძემ.

თსუ-ის კანცლერის განმარტებით, ვებგვერდზე store.tsu.ge განთავსებული იქნება აქსესუარები, ტექნიკა, საკანცელარიო ნაწარმი, მაისურები, ჰუდები და სხვა.

„კომპანია პანტასთან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, განახლდა თსუ-ის ონლაინ მაღაზია, სადაც გაიყიდება თსუ-ს ბრენდირებული მრავალი სახის პროდუქცია. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ჩვენ გვყავს კურსდამთავრებულთა დიდი არმია, ამასთანავე, ამჟამად თსუ-ში 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მრავალი ათასი ადამიანია დასაქმებული უნივერსიტეტში და მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სასიამოვნო იქნება ბრენდირებული პროდუქციის შეძენა,“- განაცხადა საღინაძემ.

თსუ-ის ბრენდირებული პროდუქციის დამზადებას, ონლაინ მაღაზიაში განთავსებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას შპს „პანტა“ უზრუნველყოფს. შპს „პანტას“ დამფუძნებლის გიორგი დოლიძის თქმით, განთავსებული პროდუქცია თსუ-ის 300 ათასი კურსდამთავრებულისთვის და სხვა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მთელ ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთაც.

„ჩვენი ბიზნესჯგუფი საქართველოში გამოირჩევა საინტერესო პროექტების განხორციელებით. ჩვენთვის ეს არ არის უბრალო ბრენდ მაღაზია, სადაც თსუ-ის ლოგოებია განთავსებული ბრენდირებულ პროდუქციაზე; აქ ასახულია უნივერსიტეტის ასწლოვანი ისტორია და ამავდროულად, ის უნიკალური დიზაინერული ნამუშევრები, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს გამოხატოს მათი ინდივიდუალიზმი თსუ-ის მრავალწლიან ისტორიასთან ერთად,“ - აღნიშნა დოლიძემ.

ონლაინ მაღაზიაში გამოწერილი ნივთების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია, ხოლო შეძენის ვადები და ღირებულებაც შესაბამისია: მომხმარებლები პროდუქციას მიიღებენ თსუ-ში 5 სამუშაო დღის ვადაში - უფასოდ; თბილისში 4 სამუშაო დღის ვადაში - 5 ლარი; საქართველოს მასშტაბით (გარდა კვირა დღისა) 7 სამუშაო დღის ვადაში - 7 ლარი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს