თბილისის მერია - თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს

თბილისი 23-24 ივნისს ესტონეთიდან, ლიეტუვადა და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და ადგილობრივი სტარტაპებისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა.

„ღონისძიების ფარგლებში თბილისს ეწვევიან Litban-ის (Latvian Business Angel Network), Latban-ის (Lithuanian Business Angel Network) და Estban-ის (Estonian Business Angels Network) ინვესტორები.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. pitch day - მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, სადაც წინასწარ შერჩეულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ

კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ფინანსების მოზიდვის მიზნით, 24 ივნისს, უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საკუთარი საინვესტიციო პროექტები წარადგინონ.

დაინტერესებულ, ტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპებს, 15 ივნისის 18:00 სთ-მდე შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ბმულზე: https://cutt.ly/SnRwItb

შერჩეულ კომპანიებს საკუთარი პროექტების წარსადგენად ექნებათ 5 წუთი. ღონისძიების შემდგომ გაიმართება Networking სესიაც. შერჩეულ კომპანიებს pitch day-ზე წარდგენამდე შესაბამისი ტრეინინგი ჩაუტარდებათ.

პროექტი თბილისის მერიის და "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელის - AXEL ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების მხარდამჭერია სტარტაპ ბიურო და თიბისი ბიზნესი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს