რატი ბრეგაძემ და ანრი ოხანაშვილმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს

იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების გავრცელებულ ინფორნაციაშია აღნიშნული, მხარეებს შორის პარტნიორობა კანონშემოქმედებითი მიმართულებით კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებულ არაერთ ინიციატივას წარადგენს.

„რატი ბრეგაძემ პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა. მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: თორნიკე ჭეიშვილი, ბექა ძამაშვილი, აკაკი საღირაშვილი და ბუბა ლომუაშვილი დაესწრნენ.

მხარეებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. მათ შორის საუბარი შეეხო ცვლილებებს, რომლებიც „ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, „სისხლის სამართლის კოდექსს“ და „მეწარმეთა შესახებ“ კანონებს უკავშირდება.

ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრს ყველა მის მნიშვნელოვან ინიციატივასა და დაგეგმილ რეფორმაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა”, - ნათქვამია ინფორმაციაში

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს