საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, მართლმსაჯულების რეფორმის თემაზე კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისი მარიოტში“ მართლმსაჯულების რეფორმის თემაზე კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციამ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმა: “ადამიანზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისთვის“ წარადგინა, რომელიც ამერიკისა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით შეიმუშავა.

ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, სამოქმედო გეგმა საადვოკატო პროფესიის მრავალწლიან გამოცდილებას ეყრდნობა და სანდო, გამჭვირვალე და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.

მათივე ინფორმაციით, მართლმსაჯულების რეფორმის გეგმაში მოცემულია იურიდიული პროფესიის ხედვა, საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკის განვითარების მიმართულებით.

კონფერენციაში მართლმსაჯულების სისტემის, იურიდიული პროფესიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ. კონფერენცია ევროსაბჭოსა და USAID ის მხარდაჭერით ჩატარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს