თამარ კორძაიამ სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან გაიტანა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, რომლითაც ასაჩივრებს პარლამენტის მიერ მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოიტანა.

კორძაიას თქმით, სარჩელი მას 16 თებერვალს ჰქონდა შეტანილი, თუმცა, მას შემდეგ პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად განვითარდა და დავის გაგრძელება გონივრული აღარ იქნებოდა.

„ვთვლი, რომ არსით სარჩელი საფუძვლიანი იყო და დასასაბუთებელი, მაგრამ თანამშრომლობის წესები მოითხოვდა იმას, რომ მე ხელი მომეწერა და შემოვსულიყავი პარლამენტში. ეს იყო ინდივიდუალური დავა და პარლამენტში შემოსვლის შემდეგ აზრს კარგავდა, არ იყო გონივრული ამ დავის გაგრძელება და გამოვიტანე სარჩელი,“ - განაცხადა კორძაიამ.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა