მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონზე - სოცმუშაკებს 2-3 დღე დარჩათ, რომ მუშაობა დაამთავრონ და დასკვნა დადონ, ამის შემდეგ სახალხო დამცველის შესვლის საკითხი დადგება

თუ ლაპარაკია კრიმინალურ გადაცდომაზე, მაშინ აუცილებლად ეს საკითხი უნდა განიხილოს კრიმინალურმა პოლიციამ და სამართალდამცავებმა - მოვუწოდებ, რომ აუცილებლად აღძრან საქმე, მიიყვანონ ბოლომდე და გაგვცენ კითხვებზე პასუხი, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის პანსიონში შეშვების საკითხი სოცმუშაკების მუშაობის დასრულების შემდეგ დადგება.

„მეუფე სპირიდონის მაგივრად მე ვერ გიპასუხებთ ვერაფერს. მე გპასუხობთ - მძიმე ბრალდება ძალიან დასაზუსტებელი ტერმინია, თუ ლაპარაკი არის კრიმინალურ გადაცდომაზე, მაშინ აუცილებლად ეს საკითხი უნდა განიხილოს კრიმინალურმა პოლიციამ და სამართალდამცავებმა. მოვუწოდებ, რომ აუცილებლად აღძრან საქმე, მიიყვანონ ბოლომდე და მათ გაგვცენ კითხვებზე პასუხი. თუ ლაპარაკია ზნეობრივ დარღვევებზე, ზნეობრივი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს, თუ რაიმე კრიმინალურ გადაცდომაზე - სასამართლომ გამოიძიოს.

რაც შეეხება დღეს იქ არსებულ ვითარებას, მე ყოველ დღე დავდიოდი და ურთიერთობა მქონდა სოცმუშაკებთან და სოცმუშაკების მუშაობას ვარეგულირებდი პანსიონის პედაგოგებთან და მათ შორის მეუფე სპირიდონთანაც. რამდენიმე დღეა უკვე სოცმუშაკები მუშაობენ, გუშინ იყო კომისია ჩასული და შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები, ამას კომისია გეტყვით. დღეს, ბავშვების უსაფრთხოებას იქ, განაპირობებს ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკების 24-საათიანი მონიტორინგი, ამ წუთას ბავშვებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ, ხაზი გავავლოთ და აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც ბავშვი, საკუთარი შვილი არასდროს დაუსჯია, აქეთ დადგნენ, ვისაც დაუსჯია და კიდევ აქეთ მხარეს დადგნენ ვისაც უცემია საკუთარი შვილი. ესე იგი, აქ ლაპარაკი არის 15-20 წლის წინანდელ ამბებზე, მაშინ, როდესაც ეს ოჯახებშიც კი ხდება დღემდე და ეს არის გადაცდომა, ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, ოღონდ ეს ძალიან ძნელია, რომ ბავშვი ისე გაზარდო ხელი არ შეახო, ეს ლამის წარმოუდგენელია. თუ ლაპარაკი არის დასჯის მკაცრ გადაცდომებზე, ეს უკვე კრიმინალური დანაშაულია და ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, მე სხვანაირად არ წარმომიდგენია.

სოცმუშაკებს ალბათ, 2-3 დღე დარჩათ, რომ დაამთავრონ მუშაობა და დადონ თავიანთი დასკვნა და ამ დასკვნის შემდეგ დადგება, რა თქმა უნდა, საკითხი სახალხო დამცველის შესვლის შესახებ“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს