ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პოლიტიკური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ვარეგისტრირებთ ანტიკორუფციული საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს რიგი ღონისძიების გატარებას და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული ინიციატივა მოიპოვებს მხარდაჭერას არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის მხრიდანაც.

„მე მოვუწოდებ დეპუტატებს, რომ შემოუერთდნენ ამ ინიციატივას. ყველა ის ფაქტი, რომელიც ბადებს ეჭვს, რომ არის კორუფციული ნიშნების მატარებელი, უნდა იქნას შესწავლილი და ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვაცხადებთ იმას, რომ პარლამენტი არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში სისტემური კორუფციის ფესვის გადგმას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ფრაქცია ინიციატივას დაარეგისტრირებს და ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან დაიწყებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა