ადვოკატი - ყველა პოლიციელს ნიკა მელიას აქტიური როლი დაამახსოვრდა და ვერც ერთმა მათგანმა  ვერ ახსნა,  რატომ არ ახსოვთ სხვა პოლიტიკოსები აქციაზე

ყველა პოლიციელს ნიკა მელიას აქტიური როლი დაამახსოვრდა და ვერაფრით ახსნა ვერც ერთმა მათგანმა, რატომ არ ახსოვთ სხვა პოლიტიკოსები აქციაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პოლიციელები იმას იმეორებენ, რაც ფურცელზე უწერიათ.

„ფაქტობრივად, უკვე იკითხება ბრალდების სტრატეგია, მოჰყავთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, თითოეული მათგანი ყვება წინასწარ დაზეპირებულ ისტორიას, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ახალგაზრდებს პარლამენტში შეჭრისკენ და როგორ ახდენდა მეორე "ვარდების რევოლუციას". როდესაც ჯვარედინი დაკითხვის პირობებში მოწმეს კითხვას ვუსვამ, სხვა პოლიტიკოსი თუ გახსოვთ აღნიშნული აქციიდან, ან პარლამენტის სხვა წევრი თუ გახსოვთ, ვინ რას აკეთებდა-მეთქი, არაფერი ახსოვს გარდა იმისა, რომ ნიკა მელიას მოქმედებები დეტალურად აღწერა. კიდევ ერთი ღიმილისმომგვრელი ფაქტი - მას ნიკა ნელია თეთრი პერანგით და ვარცხნილობით დაამახსოვრდა. ამასთან, ყველა პოლიციელს მისი აქტიური როლი დაამახსოვრდა და ვერაფრით ახსნა ვერც ერთმა მათგანმა, რატომ არ ახსოვთ სხვა პოლიტიკოსები აქციაზე, როდესაც აქციას უამრავი პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი ესწრებოდა და არც ერთი მათგანის სიტყვით გამოსვლა, ან აქტიური მოქმედება არ ახსოვთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე,რომ ჩვენებები არის შედგენილი პროკურატურაში და ეს პოლიციელები იმეორებენ ერთმნიშვნელოვნად იმას, რაც უწერიათ ფურცელზე. თუმცა, რამდენიმე მომენტში წინააღმდეგობაშიც მოვიდნენ.

ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლა ყველა ჩვენთაგანმა ვიხილეთ იქ, არსად საუბარი არ იყო ძალადობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე. რაც შეეხება, პოლიციელების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, ძნელად დასაჯერებელია იმ ხმაურში და აურზაურში როგორ შეიძლება პოლიციელმა გაიგოს თუნდაც, მათი განმარტებით, შიდა წრისთვის გაკეთებული განცხადებები, მაშინ როცა არც ერთი სხვა პოლიტიკოსი ან პარლამენტის წევრი არ ახსოვთ და არ იციან ვინ, რას აკეთებდა",- განაცხადა კონდახიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიციელები წინასწარ დაწერილ ისტორიას მიყვებიან, ოქმები პროკურატურაშია შედგენილი და მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის