პროკურორის განცხადებით, დღეს დაკითხულმა პოლიციელებმა თავიანთი თვალით ნახეს, თუ როგორ ცდილობდა ნიკა მელია პარლამენტში ძალადობრივად შესვლას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, დღეს სასამართლოში დაკითხულმა პოლიციელებმა თავიანთი თვალით ნახეს, თუ როგორ ცდილობდა ნიკა მელია პარლამენტში ძალადობრივად შესვლას.

გულუაშვილის თქმითვე, პოლიციელების ჩვენებები სრულ თანხვედრაშია 20 ივნისის მოვლენების ამსახველ ვიდეოკადრებთან.

„დაიკითხა სამი მოწმე, ესენი გახლდნენ პოლიციელები, რომლებიც 20 ივნისს, პარლამენტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მათი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და აღდგენის მიზნით. ფაქტობრივად, სამივე მათგანმა დაადასტურა, რომ ნიკა მელია განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა იმ დღეს მომიტინგეთა შორის, ის მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა, მათ შორის, ჟესტიკულაციითაც, სიტყვიერადაც, თავად უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობრივ ქმედებებში, რომლის უშუალო მიზანიც პოლიციელების კორდონის გარღვევა იყო და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც დაიკითხნენ დღევანდელ სხდომაზე, უშუალო შემხებლობა ჰქონდათ მასთან. მათ თავიანთი თვალით ნახეს, თუ როგორ ცდილობდა ნიკა მელია ძალადობრივად პარლამენტში შესვლას და ამასთან, იქ შეკრებილ მომიტინგეებს ასევე მოუწოდებდა ძალადობრივი გზით მოეხდინათ იქ შესვლა.

ადვოკატის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენებები პროკურატურაში ან საგამოძიებო უწყებაშია შედგენილი, თუ ამაში ადვოკატი მოწმეების გამოკითხვის ოქმებს გულისხმობდა, მოწმეები რა თქმა უნდა, გამომძიებლების მიერ იკითხებიან და ოქმები საგამოძიებო უწყებაში დგება. თუ ის გულისხმობდა, რომ მათ წინასწარ შეთანხმებული ჩვენებები წარმოადგინეს, ეს ნამდვილად არ გამომდინარეობს საქმის განხილვის შედეგებიდან. ყველა მათგანის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია იმ ვიდეომასალასთან, რომელიც მედიასაშუალებების მიერ იქნა მოვლენების მიმდინარეობისას გადაღებული",- განაცხადა გულუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის