არჩილ თალაკვაძე ანა წითლიძეს - ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას

ქალბატონო ანა, რომ გამოხვედით აქ მაღალფარდოვანი სიტყვებით, მესმის, რომ ახალშემოსული ხართ, მაგრამ ცოტა ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება განიხილება.

თალაკვაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მათ მუშაობა არ უნდათ და ცდილობენ „6-მილიონიანი დაფინანსება ჩაიდონ ჯიბეში“.

„მინდა გითხრათ ძვირფასო თანამოქალაქეებო დღეს აქ რაზე ვმსჯელობთ. წლის განმავლობაში თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები იხდით გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში და მაგ გადასახადების 6 მილიონის საკითხი განიხილება დღეს. თქვენ გინდათ თუ არა, რომ ეს 6 მილიონი მოხმარდეს იმ პარტიებს, რომლებიც აირჩიეთ და დაავალეთ, რომ ემუშავათ პარლამენტში პანდემიაზე, სიღარიბის შემცირებაზე და ახალ სამუშაო ადგილებზე და 7 თვე პირიქით მუშაობდნენ და ხელს უშლიდნენ ყველა ამ საკითხის განხილვას, ხელს უშლიდნენ ქვეყნის მთავრობას და ინსტიტუტებს?! გინდათ თუ არა თქვენი 6 მილიონი ამას მოხმარდეს, ამაზეა მსჯელობა. ჩვენ კი არ ვართმევთ ფულს, თქვენ გინდათ რომ ფული წაართვათ მოქალაქეებს და მათ ხარჯზე გინდათ ქუჩაში გქონდეთ ხმაური, დესტაბილიზაცია და ამაში მოქალაქეებს 6 მილიონი გადაახდევინოთ. ქალბატონო ანა, რომ გამოხვედით აქ მაღალფარდოვანი სიტყვებით, მესმის, რომ ახალშემოსული ხართ, მაგრამ ცოტა ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას. მუშაობა არ გინდათ და თან გინდათ 6 მილიონიანი დაფინანსება ჩაიდოთ ჯიბეში. ვერ გამოვა ეგრე! რაშიც გეკუთვნით ეგ დაფინანსება ან შეასრულეთ, ან გამოდით და პირდაპირ თქვით, რომ არ გინდათ სახელმწიფო, არ გინდათ კანონი, არ გინდათ დემოკრატიული სისტემა და გინდათ სხვა რამ, რაც წარმოგიდგენიათ და ძალიან კარგად ვიცით, რა წარმოგიდგენიათ“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო