პროკურატურაში „სტატისტიკური მიზნებისათვის დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკაციებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების შესაბამისობა“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმძღვანელოს - „სტატისტიკური მიზნებისათვის დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკაციებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების შესაბამისობა“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ აღნიშნული სახელმძღვანელო „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, „ევროკავშირი საქართველოსთვის - EU4 Georgia-ს“ მხარდაჭერით გამოიცა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელმა ტერი სქეიფმა გახსნეს.

„როგორც ნათია მერებაშვილმა აღინიშნა, სახელმძღვანელოს შექმნის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სტატისტიკური მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობების თემატური დაკავშირება განხორციელდა საერთაშორისოდ შეთანხმებულ და აღიარებულ დანაშაულის კლასიფიკაციებთან, რომელიც საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ კონცეფციებს, განმარტებებს და პრინციპებს ეფუძნება, რათა გაუმჯობესდეს დანაშაულის სტატისტიკის თანმიმდევრულობა და საერთაშორისო შედარებითობა, აგრეთვე ანალიტიკური შესაძლებლობები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლობას აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურამ ევროკავშირის დახმარებით, ანალიტიკური მიმართულების გაძლიერების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

სახელმძღვანელოზე ადგილობრივ ექსპერტთან ერთად, ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს უფროსმა მკვლევარმა პოლ რობერტ სმიტმა და ადგილობრივმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ღლონტმა იმუშავეს, რომლებმაც პრეზენტაციაზე სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ონლაინ ჩართვისას, უცხოელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ ექსპერტების და პროექტში ჩართული პირების რეკომენდაციები გათვალისწინებული და გაზიარებული იქნა სახელმძღვანელოზე მომუშავე ჯგუფის მიერ. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაზე და აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანესია ადაპტირებული კანონმდებლობა ევროკავშირთან.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის (იურისდიქციის) სისხლის სამართლის კოდექსებით დადგენილი დანაშაულის შემადგენლობები ხშირად როგორც შინაარსით, ასევე დასახელებებით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. იმისთვის, რომ ამ გარემოებამ შეუძლებელი არ გახადოს, ან მნიშვნელოვნად არ გაართულოს დანაშაულის სტატისტიკის მიმართულებით მომუშავე ანალიტიკოსთა საქმიანობა, 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა დანაშაულის საერთაშორისოდ შეთანხმებული და აღიარებული კლასიფიკაციების სახელმძღვანელო - https://www.unodc.org/documents/data-and-analysis/statistics/crime/ICCS/ICCS_English_2016_web.pdf და წევრ სახელმწიფოებს ზემოხსენებულ კლასიფიკაციებთან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესაბამისობის დოკუმენტის ეროვნულ დონეზე დანერგვისკენ მოუწდა, რაც საქართველოსთან მიმართებაში საქართველოს პროკურატურის ანალიტიკური გუნდის ინიციატივით და ძალისხმევით განხორციელდა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა