ირმა ზავრადაშვილი - სიცრუის დეტექტორიც უნდა დავაყენოთ

არანაირი ნეგატიური კონტექსტი, არც კონკრეტული ადამიანი დამისახელებია და არც ვინმეს მიმართ არ მითქვამს, მაგრამ როცა სიტუაცია არაჯანსაღი ხდება, იქ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩარევა აბსოლუტურად ადეკვატურია,- ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ იყო მისი ნათქვამი პარლამენტში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის საჭიროებაზე დისკრიმინაციული ამ საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ.

როგორც მან აღნიშნა, სიცრუის დეტექტორის საჭიროებაც დგას.

"როცა ამდენი პრობლემაა ქვეყანაში, უმნიშვნელოვანესი საკითხები იხილება და სასწაულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ, რომელიც აცდენილია თემასთან, ეს აბსოლუტურად ადეკვატური კითხვაა, რაც მე დავსვი და მგონი, ეს ბოლო ერთი კვირაა, მართლა გვჭირდება ჩვენ ეს შტატი.

რატო არის დისკრიმინაციული? ფსიქოლოგის ყოლა დისკრიმინაციაა? არანაირი ნეგატიური კონტექსტი, არც კონკრეტული ადამიანი დამისახელებია და არც ვინმეს მიმართ არ მითქვამს, მაგრამ როცა სიტუაცია არაჯანსაღი ხდება, იქ ამ პროფესიის ადამიანების ჩარევა აბსოლუტურად ადეკვატურია. მე არც უმრავლესობა მიხსენებია და არც უმცირესობა, პრობლემა იმან მიიღო თავის თავზე, ვისაც ეს აწუხებდა. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. თქვენ თუ ამაზე სერიოზული კითხვა არ გაქვთ ჩემთან, ძალიან კარგია ეს. სიცრუის დეტექტორიც უნდა დავაყენოთ, ესეც ვფიქრობ, რომ საჭიროა. სიცრუის დეტექტორიც გვჭირდება და იმიტომ რომ ამდენ ტყუილს ამბობენ ადამიანები, შეურაცხყოფილად უნდა იგრძნონ თავი?!", - აღნიშნა ზავრადაშვილმა.

ცნობისათვის, მანამდე ზავრადაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ სიტუაცია ისე მიდის, რომ, როგორც ჩანს, ახალი შტატი იქნება დასამატებელი. ზავრადაშვილის თქმით, პარლამენტში ფსიქოლოგი და ფსიქიატრი სჭირდებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა