გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - როცა პარტიების დაფინანსების შესახებ ცვლილებებს მხარს დაუჭერთ, 2008 წლის “ნაციონალური მოძრაობა“ გახდებით

როცა თქვენ დღეს "პარტიების დაფინანსების შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარს დაუჭერთ, 2008 წლის “ნაციონალური მოძრაობა“ გახდებით - პარლამენტში ერთი-ერთში ის კანონია გამოტანილი, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს მიიღო, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ წევრების მისამართით ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

“დიახ, 2008 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ არადემოკრატიული კანონი მიიღო. ამბობთ, რომ თქვენ მიდგომასა და მათ მიდგომას შორის არის განსხვავება, მაგრამ ზუსტად ისევე იქცევით. იმდროინდელ “ნაციონალურ მოძრაობასა“ და თქვენს შორის რეალურად განსხვავება არ არის. ჩაიწერებით იმ “ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელმაც მაშინ კანონი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მიიღო და ახლა იღებთ თქვენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კამათის ფონზე განიხილეს.

ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2021
ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის