თეა ახვლედიანი - ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ოკუპაციის გამო შექმნილი ვითარება, ძალიან მნიშვნელოვნად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში

ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში თავისი ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო, ადგილზე გაეცნო მავთულხლართებით შექმნილ მძიმე ვითარებას და მოსახლეობის წინაში არსებულ გამოწვევებს , - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ცხადყოფს, რომ ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობის არსებული გამოწვევები და შექმნილი ვითარება ოკუპაციის გამო მნიშვნელოვნად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში.

„ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მტკიცე და ძლიერი მხარდამჭერია და პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებით ნატოს სამიტის წინ ამ მხარდამჭერის თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

ხაზგასასმელია, რომ ლიეტუვას პრეზიდენტმა საქართველოში თავისი ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო, ადგილზე გაეცნო მავთულხლართებით შექმნილ მძიმე ვითარებას და მოსახლეობის წინაში არსებულ გამოწვევებს, რის შემდეგაც ჩვენ ვეწვიეთ გამყოფი ხაზის სოფელ ხურვალეთში ლიეტუვას მხარდაჭერით მოწყობილ საქართველოში მზის ელექტროსადგურის პროექტს და შევხდით მოსახლეობას.

მინდა აღვნიშნო, რომ უსაზღვროდ მადლიერი ვარ ლიეტუვას როგორც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ასევე ამგვარი პროექტების განხორციელებისთვის. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება რუსეთ-საქართველოს დევნილობაში მყოფ მოსახლეობას. ის ფაქტი, რომ დღემდე სამწუხაროდ, დევნილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საშუალება არის მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი გამოვლინება, რაზეც სრული პასუხიმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რაც უკვე სამართლებრივად გამყარებულია ადამიანი უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით.

პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი, ყველა ამ თემაზე გამართული დისკუსია და ის დაინტერესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის არსებული გამოწვევები და შექმნილი ვითარება ოკუპაციის გამო ძალიან მნიშვნელოვნად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში“ , - განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთს ეწვია.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

გიტანას ნიუსედა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრების გამართვის შემდეგ, ის საქართველოს 12 ივნისს დატოვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა