ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან - აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია - უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შევცვალოთ არსებული ვითარება

სამწუხაროდ, მე აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის და ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების მონახულებისა და ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივებთან საუბრისას ნათელი გახდა, რომ ისინი მოკლებულები არიან ისეთ შესაძლებლობებს, როგორიც არის თუნდაც პენსიის მიღება, წყალმომარაგება ან სკოლებთან წვდომა.

როგორც გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს საკითხი ხშირად უნდა დადგეს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმასა და კონფერენციაზე დღის წესრიგში, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.

„ჩვენ აქ იმის სათქმელად მოვედით, რომ ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი არის ვითარება, მათ შორის, ჰუმანიტარული მიმართულებით. სამწუხაროდ, მე აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის და ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა. მე აქ დავინახე, რომ ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს, მათ არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პენსია ან ჰქონდეთ წყალმომარაგება, წვდომა სკოლებთან შეზღუდული და გართულებულია. ჩემი უკანასკნელი კითხვა ადგილობრივებთან საუბრისას იყო თუ რაზე ოცნებობენ ისინი და იცით რა იყო მათი პასუხი ?! ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე. ისინი ოცნებობებენ მათ სახლებზე. ეს არის მიზეზი, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად, რათა მათი ოცნება ახდეს და მათ შეძლონ საკუთარ სახლებში დაბრუნება. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩავდოთ ყველანაირი ძალისხმევა, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, კონფერენციებზე რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ არის და აღნიშნული ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ შევცვალოთ არსებული ვითარება და ვიბრძოლოთ ამ ადამიანებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა