იუსტიციის მინისტრი საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ ანა ჩერნიშოვას შეხვდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იუსტიციის სამინისტრო გაერო-ს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდა, რაც არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში მჭიდრო პარტნიორობას გულისხმობს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება სერვისების გაციფრულების კუთხითაც.

„ვფიქრობ, გვექნება ძალიან საინტერესო თანამშრომლობა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოსახლეობას და თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ჩერნიშოვამ იუსტიციის მინისტრს შთამბეჭდავი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო, რადგან განვიხილეთ სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით, შესაძლო ცვლილებები საარბიტრაჟო კანონში. აგრეთვე, საქართველოში რეგიონული ცენტრის შექმნის საკითხი არბიტრაჟისა და მედიაციის კუთხით. ვისაუბრეთ სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით“ , -განაცხადა ანა ჩერნიშოვამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა