ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს აშშ-სგან სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა

ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, რაიან ჰარკერ ჰარისს, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურის უფროსს, ვიცე პოლკოვნიკ პოვილას სტრაზდასს და აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივ ურთიერთობათა ოფიცერს, მაიორ დანიელ სეკულას უმასპინძლა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი მოდელის ის სამედიცინო აღჭურვილობა ექოსკოპიის აპარატი, ენდოსკოპიური და გულზე დატვირთვის სისტემები, რომლებიც კლინიკას ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევით გადმოეცა.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 300 000 აშშ დოლარის ღირებულების აპარატურა იმ მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი გახლავთ, რომელსაც აშშ-ს საელჩო, კერძოდ კი, საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების თანადგომისთვის ახორციელებს. სტუმრები, ასევე, გაეცნენ ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკას, იმ სამედიცინო სერვისებს, რომლებსაც კლინიკა სთავაზობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„მოხარული ვარ, რომ ვეტერანების ჰოსპიტალს გადაეცა სამედიცინო აღჭურვილობა. ეს აღჭურვილობა ჰოსპიტალის პაციენტების უკეთ მომსახურებაში, მათ შორის ვეტერანებს მკურნალობაში დაეხმარება. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ვეტერანებს თავგანწირვისთვის, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ამერიკის საელჩო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად“ , - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, რაიან ჰარკერ ჰარისმა.

კობა კობალაძემ აშშ-ს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რამეთუ მათი თანადგომა სიცოცხლისთვის აუცილებელია ჩვენთვის, რამეთუ ჩვენ კვლავ აქტიური ბრძოლისა და აღმშენებლობის ხანაში ვიმყოფებით. მე უდიდესი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ამ თანადგომისთვის და იმედი მაქვს შემდგომი უფრო პერსპექტიული და უფრო ნაყოფიერი ურთიერთობისა... სამშვიდობო ძალებში ჩვენი გმირი სამხედროების როგორც განათლებაში, ასევე აღჭურვაში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის რთულ გზაზე სიარულში ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ურყევი და მედგარი მეგობარი,''- განაცხადა კობა კობალაძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, მოადგილეები_ ვლადიმერ ჩაჩიბაია, ალექსანდრე ტაბატაძე, თეონა აქუბარდია, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, ეროვნული გვარდიის G5 უფროსის მ/შ ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ლევან ჯუღელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა