ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს წამოჭრის

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის წამოჭრას გეგმავს.

მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით ძალიან დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში გაერთიანება, რაც ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ სწრაფვებში დაეხმარება ამ ქვეყნებს.

„მე წამოვჭრი ამ საკითხს და განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ მხარდამჭერები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ვფიქრობთ, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გაერთიანება და „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატის შექმნა იყო ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილება, რომელიც დაგეხმარებათ მომავალში. ჩვენ ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ შარლ მიშელთან და ევროკომისიასთან ამ საკითხებს, რადგან ისინი არიან გულმხურვალე ენთუზიაზმით აღსავსე მხარდამჭერები თქვენი ამოცანების და ამას, სავარაუდოდ, ფესვები აქვს გადგმული საბჭოთა პერიოდში. ჩვენ ვიყავით ერთ კავშირში და გვქონდა ძალიან აქტიური ადამიანური ურთიერთობები და ეს კონტაქტები შენარჩუნდა“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო