ნათია თურნავამ გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის (ISET Policy Institute), აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმის (Free Network) და შვედეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიიღო.

ნათია თურნავას განცხადებით, ქალების მონაწილეობის წახალისება სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია.

მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შრომის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გაჩენის, განათლების წახალისებისა და პროფესიული გადამზადების მოქნილი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების უფრო მეტი ჩართულობის სტიმულირების კუთხით.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს პოლიტიკაში, განათლებასა და სხვა სფეროებში ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნესში. მისი თქმით, განსაკუთრებულად გამოყო სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად. მინისტრმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საქართველოში 15 წლიდან 64 წლამდე ასაკის ქალთა ეკონომიკური აქტივობა 40,4 პროცენტს შეადგენს მაშინ, როდესაც კაცებში ეს მაჩვენებელი 62 პროცენტია.

„ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის გამოყენების ზრდის მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობისა და სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლის მატების კუთხით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა