ზურაბ ჯაფარიძე - პრინციპული საკითხია, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, ჩვენი კონსტიტუცია მართლა ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია ადამიანი დააბას პარლამენტში, თუ არა

მე მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, საბოლოო ჯამში, როგორი კონსტიტუცია გვაქვს. ჩვენი კონსტიტუცია მართლა ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია ადამიანი დააბას პარლამენტში მისი ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ აქვს,- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საპარლამენტო მანდატის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს კონსტიტუციური იყო თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით მის მიერ შეტანილი განცხადება არ დაეკმაყოფილებინათ.

„ფორმალურად ვარ დეპუტატი, თუმცა ეს პროცესი მიდის. კონკრეტულად მანდატის შეწყვეტაზე არ არის ეს პროცესი, არის იმაზე, რომ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი პარლამენტის ის დადგენილება, რომლითაც მე უარი მეთქვა მანდატის შეწყვეტაზე, როდესაც განცხადებით მივმართე პარლამენტს. ხვალ დასრულდება პროცესი და შემდეგ, იმედი მაქვს, რომ მალე გამოიტანენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთანავე, მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელსა და შარლ მიშელის დოკუმენტზე მის მიერ ხელმოწერას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, სანამ ის ფორმალურად დეპუტატი იქნება მონაწილეობას მიიღებს შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტების შესრულებაში.

„მე როცა ვაწერდი ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ვინც იჯდა ყველამ, ისევე როგორც მედიატორებმა, იცოდნენ და მე ჩავაყენე საქმის კურსში, რომ მე მაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და ვაპირებ, რომ ეს სარჩელი ბოლომდე გავიტანო და ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ იქ რა პუნქტებიც არის, იმის შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

მანამ, სანამ მე ფორმალურად ვარ პარლამენტის წევრი, ჩართული ვიქნები ამ რაღაცებში, მაგრამ ის სარჩელი გავა ბოლომდე, ყველა შემთხვევაში. მე ეს პრინციპული საკითხი მგონია იმ თვალსაზრისით, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობას მაგისი უფლება არ აქვს, რომ ადამიანი საკუთარი ნების წინააღმდეგ, როგორც მონა, ისე დააბას სადმე სამსახურში, თუნდაც პარლამენტში, ეგ ნიშნავს, რომ სხვა რიგით ადამიანებს რასაც უნდა იმას უზამენ მაშინ.

თუ არ შემიწყდება საპარლამენტო უფლებამოსილება, როგორც ვარ, ამ რეჟიმში გავაგრძელებ საპარლამენტო საქმიანობას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს