ნინო ლაცაბიძე - რუსთავის ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, ქალაქს სჭირდება ახალი განვითარების გენერალური გეგმა

რუსთავის ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად, ქალაქს სჭირდება ახალი განვითარების გენერალური გეგმა!- ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

როგორც ნინო ლაცაბიძის განცხადებაშია აღნიშნული, მდგრადი ურბანული განვითარებისათვის აუცილებელია ქალაქმა დაიწოს ახალ გენგეგმაზე მუშაობა - თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი თაობის დოკუმენტის შექმნა.

„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს იკვეთება პრობლემა, რომ ქალაქ რუსთავის მოქმედი გენგეგმა ქმნის გარკვეულ პრობლემებს და შეზღუდვებს, საკუთრებაში არსებული მიწის ფართები ვერც საკუთარი და ვერც ქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის ვერ გამოიყენება.

ახალი მიწათსარგებლობის გენგეგმა უნდა ემსახურებოდეს ქალაქის (მოსახლეობის) ინტერესების დაცვას. მისი ძირითადი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს მწვანე, შეკავშირებულ და კომპაქტურ მედეგ ქალაქზე. არ უნდა ჰქონდეს ადგილი ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, სატრანსპორტო ქსელი უნდა მივუახლოვოთ ევროპულ ქალაქებს. ასევე უნდა შევძლოთ აღმოვფხვრათ ეკოლოგიური პრობლემები.

სწორედ ახალი გენგეგმა უნდა იყოს ის ათვლის წერტილი, საიდანაც რუსთავის ახალი შესძლებლობების ათვლა დაიწყება“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის