მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს წერილი შსს-ში, საკუთარ კაბინეტში გადასცა

დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გიორგი გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომლითაც ისაუბრა ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარე მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, რომ საქმის გამოძიება განახლდეს.

"ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილი ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი მის კაბინეტში. კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა-გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს. გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს სთხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა. ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადმოსცა წერილი და ეს ყველამ იცის. მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო, რადგან ეს როლი მოირგო", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო