საქსტატი სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის, გასვლით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

10-11 ივნისს შეხვედრა ბორჯომში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში იმართება.

გასვლით სამუშაო შეხვედრას საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობს. მასშიმონაწილეობას იღებენ სამინისტროების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„ორდღიანი სამუშაო შეხვედრისას, მონაწილეები საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, სერვისებს და სამომავლო გეგმებს ეცნობიან. ასევე, განიხილავენ სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს; იმსჯელებენ სხვადასხვა სტატისტიკური ინდიკატორებისა და მონაცემების საჭიროებებზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, განიხილება სტატისტიკურ მონაცემებთან არსებული საჭიროებები, რომელიც აისახება საქსტატის სამომავლო გეგმებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ათი სამუშაო შეხვედრის ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფები“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა