კავკასიის ბუნების ფონდსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა მოაწერეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან.

„სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მოეწერა ხელი 2 ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ყველა ადმინისტრაციის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ასევე მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაუზრდის მოტივაციას ჩვენს თანამშრომლებს და, ამავე დროს, ხელს შეუწყობს მათ კეთილდღეობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, სახელფასო დანამატს მიიღებს დაცული ტერიტორიების სისტემაში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი. „მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ ამ ორ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. გრანტი, რომელსაც ჩვენ გავცემთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ემსახურება რეინჯერების მოტივაციის ამაღლებას და მათ მხარდაჭერას, უნიკალური ბუნების დასაცავად გაწეული ყოველდღიური უდიდესი საქმიანობისთვის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რეინჯერები არიან მამოძრავებელი ძალა იმ უდიდესი სისტემის, რასაც ბუნების დაცვა ეწოდება. სწორედ ამიტომ, ყოველთვის აუცილებელია მათი მოტივაცია და მხარდაჭერა“, - აღნიშნა კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა.

მათივე ცნობით, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა