„საქპატენტის“ წარმომადგენელი - პოლიციის თანამშრომელი მინდია დავითაძე „საქპატენტში“ ნათია მეზვრიშვილის ხელდასმით დაინიშნა და დაიწყო თავისი წესრიგის დამყარება, 30 ახლობელი მოიყვანა და უაზრო ტენდერებს ატარებდა

მინდია დავითაძე ამ თანამდებობაზე პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დარგში. ჩვენ სამსახურში ის პირადად ნათია მეზვრიშვილის ხელდასმით დაინიშნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი კასრაძემ განუცხადა, რომელიც გამოეხმაურა „საქპატენტის“ ხელმძღვანელის მინდია დავითაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს.

ირაკლი კასრაძე „საქპატენტის“ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს მინდია დავითაძეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. ამასთან, აცხადებს, რომ დავითაძე „უაზრო ტენდერებს ატარებდა“, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 600 000 ლარამდე ადის.

„ნახევრად სამეცნიერო დაწესებულებაა „საქპატენტი“ და აღმოჩნდა პოლიციის თანამშრომელი, პატარა ბიჭი, რომელსაც საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს აქვს ინტელექტუალურ საკუთრებასთან. ამის შემდეგ მან დაიწყო თავისი წესრიგის დამყარება, მოიყვანა 30 ახლობელი და ნათესავი, დეპარტამენტები გაზარდა, ატარებდა უაზრო ტენდერებს. რაზე დაიწყო ეს ყველაფერი - დაიწყო თანამშრომლების უკანონოდ გაშვება, მათ შორის მეც მაძლევდა უკანონო დავალებას. მთხოვდა, რომ „მთავარი არხის“ ნიშანს პრობლემები შეუქმნიო. ამასთან დაკავშირებით მე გამოძიებასაც მივმართე, საქმე უკვე ერთი წელია პროკურატურაში და ორ სასამართლოშია. სახალხო დამცველმა და შრომის ინსპექციამაც დასკვნები დადეს. ამ უწყებების დასკვნები არის ამ პიროვნების საქმიანობის სრული ლუსტრაცია, სადაც შესაძლებელია ნახოთ, თუ რა დარღვევები აქვს და გადაცდომები. თუ მოხვალთ „საქპატენტში“ ნახავთ, რომ არაფრის გამო ჩაატარა რემონტი, რაც 400 000 ლარი დაჯდა, გაბერა საშტატო განრიგი“, - აცხადებს ირაკლი კასრაძე.

რაც შეეხება მინდია დავითაძის განცხადებას, რომის თანახმადაც ის მთავრობის ადმინისტაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდა, რაც ვერ მოხერხდა, ირაკლი კასრაძე განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ ვერ შედგა შეხვედრა.

„რატომ ვერ მოხერხდა შეხვედრა ვერ გეტყვით, მაგრამ ეს პიროვნება, რომ არაკომპეტენტურია და სამსახური კრახის პირას მიიყვანა, თავისი არაკომპეტენტურობით და ნეპოტიზმით, სავარაუდოდ, ამის გამო მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე კარგა ხნის წინ იყო მისაღები. ნათია მეზვრიშვილი ქადაგებს, რომ თურმე ებრძვიან, ასე არ არის. ეს პიროვნება (მინდია დავითაძე) რომ გამოდის და ამბობს, რომ ვითომ პოლიტიკური მიზნით დაიჩაგრა, სრული ტყუილი და ცილისწამებაა მთავრობის მიმართ“, - აცხადებს ირაკლი კასრაძე.

ცნობისთვის, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ განაცხადა, რომ ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო