სალომე ზურაბიშვილი - ოქტომბრის არჩევნებზე უნდა ვაჩვენოთ, რომ სტაბილურობა გაღრმავდება - ეს ჩვენი მთავარი იარაღია, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მყარი მეგობარი გვყავს, რომელიც მოგვყვება რთულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგა, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მას საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ლიეტუვას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს იმყოფებით საქართველოში. ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში და პირველი ვიზიტისთანავე მოვაწერეთ ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს ორივე ქვეყნის ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს მამართულებით ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცით, ასეთი მყარი მეგობარი გვყავს, რომელიც მოგვყვება ამ რთულ გზაზე. მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები ჩვენი საუბრის დროს. ეს წელი საქართველოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელია. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირმა, ჩვენ დავძლიეთ შიდა პოლიტიკური კრიზისი, ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოს პოლოტიკური სტაბილურობა. ეს ნიშანი არასდროს უნდა დავივიწყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ეს წელი საქართველოს შიდა პოლიტიკური სივრცის თვალსაზრისით, რამეთუ ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და აქაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს სტაბილურობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ჩვენი მთავარი იარაღია იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ და ინტეგრაცია მოვახდინოთ ევროკავშირში. ეს წელი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რაიმე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე, გრძელდება ადამიანების გატაცებები, ზაზა გახელაძე ამის სამწუხარო მაგალითი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე დაათვალიერა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ ძალიან მძიმე მდგომარეობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცებას და ქვეყნებს შორის სტაბილურობას.

„ევროკავშირთან და ნატო-სთან მიმართებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გვაქვს წელს, ნატო-ს სამიტი იმართება 14 ივნისს, მომავალ კვირას. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველო-უკრაინის და ღია კარის პოლიტიის საკითხი იყოს ამ სამიტის ფარგლებში ნახსენები. ასევე, მივიღოთ იმის ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ გზას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა