სალომე ზურაბიშვილი - მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება

მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება და ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, გადმოგვცემს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ლიეტუვასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.

ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ლიეტუვას დღეების და ასევე, ლიეტუვაში საქართველოს დღეების გამართვის საკითხიც განიხილეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მივიღოთ ასეთივე სოლიდარობის ნიშნები, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და იქნება ძალიან დაფასებული.

ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღვნიშნე, რომ ჩვენი საზღვრები ღიაა ვაქცინირებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც PCR ტეტსი ექნება. ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, რომ ტურისტული ურთიერთობები აღდგეს რაც შეიძლება ჩქარა, რამეთუ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიური აღდგენის ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ.

ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობაზე. ჩვენს მოქალაქეებს შორის საჭიროა, რომ მეტი კულტურული ურთიერთობები იყოს და ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენ ხელახლა დავგეგმოთ საქართველოს დღეები ლიუტუვაში და ლიეტუვას დღეები საქართველოში და ამით ურთიერთგაგება გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ. ესეც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმაა. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს ურთიერთგაგებას და მხარდაჭერის კონკრეტული ფორმების მოძიებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის