ლიეტუვას პრეზიდენტი - 19 აპრილის შეთანხმება უნდა განხორციელდეს და ყველა პარტია მონაწილეობდეს - ეს შექმნის შესაძლებლობას, დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

19 აპრილს მიღწეული შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული და ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს. ეს შექმნის შესაძლებლობას, დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის,- ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გარდა ამისა, ნაუსედამ ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხში ჩანს მონდომება ამ მიმართულებით. მისივე თქმით, ლიეტუვა საქართველოს ხედავს როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს.

„ნამდვილად მიხარია, რომ შემიძლია პირველად ვიყო პრეზიდენტის რანგში თქვენს ქვეყანაში. ბევრი მქონდა გაგებული, როგორი ლამაზი და მეგობრული ქვეყანაა, ახლა შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ნამდვილად ასეა. მადლობა პრეზიდენტს მეგობრული და თბილი მიღებისთვის. მახსოვს, ჩვენი პირველი თბილი შეხვედრა ლიეტუვაში. ლიეტუვა და საქართველო გეოგრაფიულად შორსაა, თუმცა მათ აქვთ ძლიერი კავშირები. ღირებულებებით ძალიან ახლოს ვართ. ასევე, ჩვენ წინაშეა საერთო გარე საფრთხეები. მინდა, სიხარული გამოვხატო, რომ სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა ქვეყნის გაერთიანებისთვის და იმისთვის, რომ სვლა ყოფილიყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.

ვუყურებ საქართველოს და მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ენერგიულად იღწვოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენი გზა არ იყო მარტივი, შედარებით უფრო ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ჩვენს საზოგადოებაში ამაზე ეჭვი არ იყო. ვხედავთ, ასეთ მონდომებას ქართველ ხალხშიც. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც არა მხოლოდ მარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

შეხვედრაზე განვიხილეთ პანდემიასთან ბრძოლა. მხარს ვუჭერ ევროპის კომისიის მცდელობებეს, შეიქმნას ვაქცინების გაზიარების საერთო ევროკავშირის სისტემა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან. ჩვენი მთავრობა აქტიურად ეძებდა გზებს, როგორ დავხმარებოდით საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ საქართველოს გადაეცეს ვაქცინა, 15 ათასი დოზა.

ლიეტუვა ასევე მზადაა, გაუზიაროს თავისი გამოცდილება, რაც ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე დააგროვა. იყო შეცდომებიც, გადაწყვეტიელები, რომლებმაც დემონსტრირება მოახდინა არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერობის, არამედ ხალხის ერთობის და საერთო მიზნის, რომ ლიეტუვა გამხდარიყო ამ ორგანიზაციის წევრი“,- განაცახდა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ამასთან, გიტანას ნაუსედას განცხადებით, საქართველოში გადაუდებელი პრიორიტეტებია პოლიტიკური სტაბილურობა, ერთობა და მიმზიდველი საპარლამენტო პროცესი.

„ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რაც მახარებს, რომ შიდა უთანხმოების გადაწყვეტისთვის, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც პირადად აიღო ინიციატივა და იქცა ამ შეთანხმების მონაწილედ.

19 აპრილს მიღწეული შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული და ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს. ეს შექმნის შესაძლებლობას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის - ესაა რეფორმები და დასავლეთ სივრცეში ინტეგრაცია. ასევე დემოკრატიის გაძლიერება, არჩევნებისა და სასამართლო რეფორმით. პოლიტიკური სტაბილურობა, ერთობა და მიმზიდველი საპარლამენტო პროცესი არის გადაუდებელი პრიორიტეტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამბიციური მიზნებისთვის. ამის მიღწევა შეგიძლიათ არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო პოლიტიკური სპექტრის მცდელობებით. თქვენი მიზანი, რომ 2024 წელს გააკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ეს არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება.

ჩვენ ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთ. გადავეცი ლიეტუვის მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, გუშინ იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიასთან. „მოვინახულე ადგილობრივი მოსახლეობა. ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ესაა თქვენი და ჩვენი გამოწვევა კვლავ. ლიეტუვა ვალდებული რჩება და საქართველოს კვლავ მიაწვდის პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად ნატო-ს წევრს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ლიეტუვის დახმარებაზე ასოცირებულ ქვეყნების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროკავშირის ინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ასოცირებული ქვენების - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მცდელობა, რომ უფრო ნაყოფიერი და ეფექტური დიალოგი იყოს. ჩავერთვებით ამ ინტერაქციაში, რომ ეს იყოს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყოს მიზნებით სავსე, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ ქმედების გეგმა და პოლიტიკურ ძალებთან ერთად მივაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო