ბადრი ჯაფარიძე - როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტი ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას, ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები

ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ამნისტიის ჩვენი პროექტი ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას, ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ- ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალუსტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შარლ მიშელის სულისკვეთებას სწორედ ოპოზიციის დოკუმენტი ასახავს.

„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ჩვენი პროექტი ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას, ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები. ის ეყრდნობა ასევე ჩვენი მოდერატორების მიერ გაჟღერებულ წინადადებებს, რომლებიც ასახული იქნა შეთანხმებაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი მოდერატირები. ასე რომ, ჩვენ მარტო არ ვიყავით ამ მოლაპარაკებებში „ქართულ ოცნებასთან“, იყვნენ მოდერატორებიც. ჩვენი პროექტი ასახავს ზუსტად იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ.

დღეს უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“. ცხადია, „ქართული ოცნების“ პროექტს უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ოპოზიციის პროექტს დიდი ალბათობით, არ დაუჭერს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო