დავით სერგეენკო „მუქარის წერილის“ შესახებ ხაზარაძის განცხადებაზე - პერიოდულად ახალი გარემოებების გაჩენა ამ ისტერიას რაღაცნაირად აუფასურებს და საკითხს აქტუალობას უკარგავს

პერიოდულად ახალი გარემოებების გაჩენა ამ ისტერიას რაღაცნაირად აუფასურებს და საკითხს აქტუალობას უკარგავს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მუქარის წერილის თაობაზე პარტია „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ამ ადამიანმა უნდა მოყვეს როგორ იყო, რადგან თუ ადრე ამბობდა, რომ წერილი გაუგზავნეს, ახლა ამბობს, რომ შეხვედრა უშუალოდ კაბინეტში შედგა".

„იურიდიულ ენაზე ამას ახალი გარემოების გაჩენა ჰქვია. არ ვიცი, რატომ თავიდანვე არ თქვეს, როგორ იყო სიტუაცია. კარგი იქნება თუკი მთლიანად მოყვებიან სურათს, რა იყო და როგორ იყო. გამოძიებას აქვს თავის ინსტრუმენტები შეაფასოს, არის თუ არა პოტენციურად სისხლის სამართლის საქმის საფრთხე და როგორ ჩაატაროს გამოძიება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს