შსს-ს აკადემიის მიერ გაცემული დიპლომების აღიარებისა და მათი მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების შესახებ პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული დიპლომების აღიარებისა და მათი მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული დიპლომების აღიარებისა და მათი მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების საკითხი.

„აღსანიშნავია, რომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული დიპლომების აღიარება პრაქტიკაში პრობლემას წარმოადგენდა.

აკადემიის კურსდამთავრებულები მიღებული დიპლომის აღიარებასა და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებას სასამართლოსადმი მიმართვის გზით აღწევდნენ. საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შედეგად აკადემიის კურსდამთავრებულებს აღარ მოუწევთ თავისი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოსადმი მიმართვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს