ხატია დეკანოიძის თქმით, ფინანსთა მინისტრთან კითხვები გაღატაკებული ეკონომიკის, გაზრდილი ხარჯების და გაბერილი ბიუჯეტის შესახებ აქვს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“-„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან კითხვები ქვეყანაში გაღატაკებული ეკონომიკის, გაზრდილი ხარჯების და გაბერილი ბიუჯეტის შესახებ აქვს.

მისი თქმით, მაშინ როდესაც საგარეო ვალის მიმართულებით ქვეყანა დეფოლტის ზღვარზეა, პარტია კორუფციის და ფუფუნების ჭრილში საბიუჯეტო ხარჯების ზრდას უკვე ხედავს.

„ჩვენ ვაპირებთ „მინისტრის საათი“ გამოვიყენოთ ძალიან აქტიურად და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ბლოკი ძალა ერთობაშიამ“, ფინანსთა მინისტრს ის შეკითხვები დავუსვათ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს, მათ შორის გაღატაკებული ეკონომიკა, გაზრდილი ხარჯები და გაბერილი ბიუჯეტი. მაშინ როდესაც Covid-19-ის პირობებში ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა და საგარეო ვალის მიმართულებით დეფოლტის ზღვარზეა, ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება მათ შორის საბიუჯეტო ხარჯები სწორედ კორუფციის და ფუფუნების ჭრილში. ამიტომ ყველა ამ კითხვას დავუსვამთ ფინანსთა მინისტრს და აქტიურად გამოვიყენებთ „მინისტრის საათს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს